დიდება შენდა, უფალო!
ჩვენთვის გაკრულო ჯვარზე,
განკაცდი, ჩვენი გულისთვის
ღმერთმა სამოთხე დასთმე,
ვერც გიცნო ადამის მოდგმამ,
ათასი დაგდო ბრალი,
შენ კი სიცოცხლით იხადე,
ჩვენი ცოდვების ვალი.
უგუნურები, კვლავ ვცოდავთ,
ლუსმნებს გაჭედებთ დღესაც,
ვერცკი მივმხვდარვართ, სამსჯავროს
რომ ვერ წაუვალთ ვერსად.
გოლგოთის მთაზე აზიდე,
ჩვენი ცოდვების ჯვარი,
ჩვენ კი მწყურვალს და ჯვარცმულსა
წლის ნაცვლად გასვით ძმარი
ჯვრიდანაც ჩვენზე ფიქრობდი,
ევედრებოდი მამას,
არ იციანო, რას იქმენ,
აპატაეო ამათ,
დაგვითქვი,ვიყოთ ზიარნი,
შენი სისხლის და ხორცის,
რომ ღისეულნმა ვიხაროთ,
შენი მეორედ მოსვლით.
სიყვარული ხარ უფალო,
ჩვენო ხსნავ ერთადერთო,
დიდება შენს მოწყალებას,
და შენს აღდგომას, ღმერთო!
/ნანა მეტრეველი/https://www.yout
ჩემო მეგობრებო, და ქალთა სამყარო გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს!!! გისურვებთ----რასაც თქვენ ისურვებთ 100%-ით ასრულებას, იყავით ქალურად ბედნიერები და გახარებულები,.... გი ლო ცააააა ვთ!!!
ქალის თვალები-ამოუცნობი,ქალის მზერა კი-გამოცანააა,
ვინ მიუხვდება ან ვინ ამოხსნის,
ამ საიდუმლოს და გამოცანას.??
ქალის ცხოვრება არის ლოდინი
და იმედების გასხივოსნება,
მთელი სიცოცხლე კაფავს გზა-სავალს,
ელის უკეთესს, ებრძვის ცხოვრებას.
ქალი ქნარია,ქალი მუზაა,
ქალი სიცოცხლის დასაწყისია,
ხან ძლიერია და ხანაც სუსტი,
ფერებისა და ქების ღირსია.
არ გაჩენილა სიმარტოვისთვის,
ღმერთს შეუქმნია მეუღლედ, დედად,
ცხოვრებისაგან ბევრს არას ითხოვს,
სურს სიყვარული არგუნოს ბედმა.
ჩვენი ცხოვრების გზა მუხანათი,
ია-ვადებად