"გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა,დამეხმარეო მთხოვა,
ბინძურ სამოსში თავი ჩახარა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა,
მცივა ვკანკალებო,მშია მაჭამეთო,იქნებ არ დაგრჩეო ვალში,
ზურგს ნუ შემაქცევო,ოჯახს მილოცავდა,თვალს არ მისწორებდა თვალში,
მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე გულზე არ დავუშვი თხოვა,
რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილი მათხოვრის პოვნა,
მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე,ლოცვას ვჩურჩულებდი გულში,
უცებ უხილავი ხმები შემომესმა რაღაც ჩამჩურჩულეს ყურში,
უფლის ხელი ვიგრძენ მხარზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში,
შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე ის მე ვიყავიო მაშინ,
გული შემეკუმშა გული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში,
ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.. "
-xandaxan unda gaiqce;
rom dainaxo vin gamogyveba.
-xandaxan unda isaubro chumad;
rom gaigo vin gismens.
-xandaxan unda gadadga nabiji ukan;
rom gamochdes is vinc shens mxaresaa
-xandaxan arasworad unda moiqce;
rom shexedo vin aris shens gverdit
roca yvelaferi tavze dagengreva...