წმიდა მიქაელ პარეხელის ბრძოლა ეშმაკთან
მიძნაძორის მონასტრიდან ხანძთაში მოვიდა მეუდაბნოე ბერი მიქაელი. იგი იყო ნეტარი გრიგოლის მეგობარი და განმარტოებულ ადგილს ეძებდა. მალე იპოვა კიდეც ასეთი სამკვიდრებელი ბერთას გამოქვაბულში, წმიდა განზრახვით დაემკვიდრა აქ და კეთილად წარმართა უფლისადმი თავისი სათნოება. მაგრამ ეშმაკი გლოვობდა, რადგან ხედავდა, რომ წმიდა ადამიანთა გამრავლებით სუსტდებოდა და მიქაელს ცხადად და ფარულად აბრკოლებდა, რათა დაეტოვებინა უდაბნო. მამა მიქაელი კი დიდი მოთმინებით იტანდა დაუძინებელი მტრის ვნებებს და ეშმაკის მანქანებას და სათითაოდ არცხვენდა ქრისტესა და ყოველთა წმიდათა შეწევნით.
ერთხელ მამა მიქაელი სენაკიდან მოშორებით, მაღალ მთაზე იდგა. ამ დროს ისე გაკადნიერდა ეშმაკი, რომ დიდი ქ