მამა გაბრიელის ანდერძი - ''მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა. ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ...
თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდ