უკაცრავად,
მომიტევეთ სითავხედე,
ალბათ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით?
სულ ვერაფერს მოგაგონებთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო....
რატომ შეკრთით ?
ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ,თუმც თვალები
ძველებურად მეამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ,რას ვაკეთებ რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით ,რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო!
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ,რა საცუქარს ელით ბოლოს?
მენანებით ლოდინით და ფიქრით დაღლილს
სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო....
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით,მიმანიშნეთ არ დამზოგოთ,!
საკუთარ თავს ჩათვლით ალბა