წახვედი, ცხოვრებამ დაკარგა ხალისი, დღეს სევდა დამყვება შენს ნაცვლად კვალდაკვალ, არ ვტირი, ცრემლები მოწვეთავს თავისით, გულში ხარ, აქედან ვერასდროს ვერ წახვალ. მიყვარხარ, მჭირდები და როგორც პატარა, გიჩემებ, სულ შენთან დავფრინავ ფიქრებით, ვერ დაგთმობ, მერე რა, რომ აწმყომ გაგვყარა, ვიცხოვრებ წარსულით და ჩემი იქნები.