სულ მინდა ვიყო პატარა ბავშვი, ქვიშის კოშკები ფეხით რომ ვთელო. არ ამივარდეს არასდროს თავში, სულ რომ მაგარი ლექსები ვწერო. მე მინდა ვიყო ცელქი ბიჭუნა, კლასის გოგონებს ვუშალო ნერვი მერე გავიგო ვინ დამიწუნა... .რომ გავიზრდები, ვიცინო ბევრი. მინდა ჩავქოლო მეზობლის ძაღლი, ყველა ჩავლაზე ბოროტად მიყეფს. ვეხმარებოდე ბაბუას დაღლილს, როცა მოსავალს სულ მარტო იღებს. ეზოში მინდა რომ ვიყო ბურთით, ბაღში ვისწავლო "ზილინას" ცეკვა... მინდა დავბრუნდე სულ ერთი წუთით, იმ დროში, რასაც ბავშვობა ერქვა.