მოდიოდა ნინო მთებითლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, –
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
“ნუ გეშინინ!”- ეუბნება იესო…გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები
თუ არ დაეცი,წაქცეულს როგორ უთანაგრძნობ,
ვერც წამოდგომის სიხარულით ვერ გაბრწყინდები,
დახმარების ხელს ვის გაუწვდი,თუ გაჭირვება
არ გინახია,რას გაიგებ,ან რას მიხვდები?
როცა წამწამებს ცხელი ცრემლი დაეკიდება,
და უნუგეშო ტკივილებით დაიტანჯები,
უფლის ხელს იძრძნობ,გამოწვდილს და მაშინ მიხვდები,
რომ მასზე მეტად ვეღარავის შეუყვარდები.
მხოლოდ ისაა,ვისაც ხელი არ გაუშვია,
როცა ტიროდი,შენთან ერთად ღვრიდა ცრემლებსა
ის შენთან ერთად იღიმოდა,თუკი ხარობდი,
შენ კი რომ გიჭირს მხოლოდ მაშინ გაგახსენდება.
ერთი წუთითაც ნუ იფიქრებ ღმერთს დაავიწყდი,
ხან სატანჭველი გვევლინება,როგორც გამოცდა,
ჩვენ კი მიზეზებს სხვაგან ვეძებთ,ჩვენში კი არა,
რამდენჯერ უფლის დასაგმობი სიტყვა წამოგვცდა.
ბედნიერებას სად დავეძებთ,ის ხომ ჩვენშია,