მოლოდინით სავსე დღეები მიიზლაზნებოდა... ოცნებები სრულდებაო... და შენც დაიბადე. სამყაროს მოევლინა ლამაზი სიცოცხლე. ბედნიერების ზღვა ცრემლი და სიხარულით მოციმციმე თვალები იყო... მაგონდება, პირველად რომ ჩაგიკარი გულში ჩემო პატარა. შენი პირველი ამოსუნთქვა, შენი ნაზი ხმა, შენი სითბო ჩემი მთელი არსებობის მანძილზე გამყვება ბედნიერების დაღად. მიყვარხარ... ამ ღვთაებრივ გრძნობას ვერც ერთი კალამი, ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ისე, როგორც ჩემი გული გრძნობს. უფლის საჩუქარი ხარ, ჩემი სასწაული, შვილო... გაიზარდე, გაიხარე, იყავი დღეგრძელი. დატკბი ამ ცხოვრებით, გფარავდეს მშობლის მადლიანი კალთა.»