მე ქართველი ვარ!
წარსული მაქვს გასაოცარი.
რას არ გაუძლეს ჩემი ციხის სველმა კედლებმა.
მე, ცასთან ახლოს, უძველესი მაქვს სალოცავი
და არასოდეს მიწერია გადაშენება.
მე ქართველი ვარ!
ანბანი მაქვს ამოუხსნელი.
ენა მაქვს უფლის სადიდებლად დაბადებული.
ცრემლია ჩემი ისტორიის ყველა ფურცელი,
მყავდა თევდორე და დემეტრე თავდადებული
.
მე ქართველი ვარ !
ქართულია ჩემი ფესვები.
ჩემგან გაიგებ ,,გენაცვალეს", "შენ დაგენაცვლეს".
მე ქართველი ვარ!
- ხმალზე მჭრელი მქონდა ლექსები,
მე გავიზარდე იაკობის დედაენაზე.
მასპინძელი ვარ,ვინც არანახულ სუფრას გაგიშლის.
სტუმარს უფალთან დავუდგები ალბათ თავდებად.
მე ქართველი ვარ!
არსენობას დღესაც არ ვიშლი
და რასაც გავცემ ,არასოდეს არ მენანება.
ჩემი პირველი სადღეგრძელო უფლის ოდაა,
ქა