დ ი ლ ა მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა ო ო ო ! ! !
აი, დადგა ნანატრი გაზაფხულიც, ასე რომ ველოდით,იმდენი ვინატრე, ვწერე, ველოდე, როგორც იქნა გაზაფხულდაააააა!!!! რა დროს გაზაფხულიაო დამცინოდნენ, იმდენად გაგრძელდა ზამთარი, ცოტა ნაადრევად გამომივიდა გაზაფხულთან მისალმებები, იმასაც ეტყობა ძალიან მოვენატრეთ და ფეხი ააჩქარა, ისედაც დაჩაგრული თებერვალი მარტმა სულ ძუნძულით გაისტუმრა,ზამთარს ქუდი მოუხადა,
წაბრძანდიო ძამია.
გზას გილოცავ,თან წაიღე,
თოვლი,ყინვა,ქარია,
ახლა მე ვარ დედამიწის
ფერთა დედოფალია!!! მოვიდა მართლაც დედამიწის ფერთა დედოფალი– გაზაფხული, რაოდენ საოცარია, გაზაფხულთან ერთად ყოველთვის ველით რაღაც ახალს, ლამაზს, სასიამოვნოს, თითქოს გულის კუთხეში, სადღაც ღრმად ვმალავთ იმ უსიამოვნო მოგონებებს.