გოგონებს მამები უყვართო ძალიან,
დედებში ეჭვი და პატარა ჯიბრია...
სინათლე დააქვთო მზისხელა მუჭებით-
"მამას გეფიცებით"- რამდენჯერ გვითქვია...
მამა მეგობარი, მამა გამგებია,
სთხოვე თუკი შეძლებს ცას ძირს ჩამოგიყვანს...
მამის სიყვარული თურმე იმდენია-
რამდენ ყვავილებსაც მიწა ამოიყვანს...
ყოველ გაზაფხულზრ-ხეთა შრიალია...
მთებად აზიდული ძალა და გულია...
შვილის გაღიმება ისე უხარია...
მამა საფიქრალებს როგორ დაუღლია...
მამის მზრუნველობა სულ სხვანაირია...
მისი ამაგი და დაწვნა ნაწნავების...
შვილის სიყვარულით იმდენად სუსტია-
ზოგჯერ ძალაც არ აქვს შვილზე გაბრაზების...
მამა მეტს პატიობს, ბევრის მომთმენია,
დარდი, სატკივარი გულში ჩაუკლია...
მამა დედასავით ტკბილი მშობელია...
შვილზე ლოცვა გულში ჩუმად გაუვლი