ღვთისმშობელო დედაო,ჩივილს შემოგბედავო,
ობლის მოთქმა-ვაებას,თუ შეისმენ ნეტაო,
ჩემი დედა სად არის,ანდა მამა სადაო?
ასე რად მომიძულეს,რა აქვთ ჩემთან სადაო?
ალბათ სხვა ყავთ შვილები,კარგადაც ყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ მათი ცუგრუმელაო,
ერთმა ქალმა მიშვილა,სიზმრად ასე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,ღიმილი და სახეო,
არაფერი არ მინდა,ერთ რამეს გთხოვ თანაო,
დამასიზმრე დედიკო,მისი იავნანაო...