- ქალს თუ დაჰპირდები, უნდა შეასრულო,
მოიგო ბრძოლები,''ომები'',ჭორები,
ფეხქვეშ დაუფინო უნდა გაზაფხული,
თმებში ჩააკინძო იების კონები.
ქალს თუ შეიყვარებ, უნდა გააღმერთო,
მასთან ისეირნო აპრილის ქუჩებში,
მთები გადასწიო,ზღვები გადასცურო,
დაორთქლილ მინაზე უხატო გულები.
ქალი თუ მოგენდო, არასდროს გააწბილო,
ღიმილად უქციე ბუზღუნა წუთები,
გულთან მისი ხელი უხმოდ ჩაიხუტე,
უთხარი უმისოდ თუ როგორ ხუნდები.
ქალს თუ სიტყვას მისცემ მერე ნუ ივიწყებ,
ზამთარში მის გამო მზე გყავდეს უბეში,
არასდროს დაიზარო თავიდან შეყვარება,
ხშირად გააღიმე შვილების გულისთვის!!!
ქალს თუ ეშინია, ფარად დაუდექი,
მხრებით აეფარე ქარში და გულები...
გულეეეები დაუთბე, დარდი გაუქარვე,
არასდროს გაგიხდეს ტკივილი სულერთი.
ქალს თუ დაიმგზავრებ, ბო
მზეს ფოთოლცვენის დაეტყო ფერი,
მე დაბადება თავიდან მსურდა...
ზოგჯერ მგონია ბოლოჯერ ვმღერი,
გული თუ გიცემს გეტკინოს უნდა...
ცამ ნაცრისფერი ნისლი გარიყა,
სექტემბრის მთვარე მიიკრა გულთან.
რას ამბობ, რაღამ გამაღარიბა...
უბრალოდ, გული მეტკინოს უნდა...
დაეტყო ბალახს უდაბნოს ნირი,
მეჩურჩულება სიცოცხლე ყურთან...
მიყვარხართ მეთქი, ვდგავარ და ვყვირი...
და გული ასე გამისკდეს უნდა...
,, -ნუ გეშინია ერთი და იგივე ტკივილი აღარ მეორდება... აღარასდროს გეტკინება ისე როგორც პირვლად გატკინეს გულო, რომ ენდობოდი.
ასეა რას იზავ, ზოგი ღალატობს ზოგი კი სიკვდილამდე ერთის ერთგული რჩება... "