იმედი დიდი ძალაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმაო, მაგრამ იმედამდე ჯერ იმის უნდა გჯეროდეს, რაღაცის შეცვლა რომ შეგიძლია, მერე - უნდა გეხალისებოდეს იმ რაღაცის შეცვლა და, რასაკვირველია, ძალაც უნდა მოგდევდეს იმ რაღაცის შესაცვლელად. მაშასადამე, იმედის მისაღებად, სამი რამ მაინც ყოფილა საჭირო: რწმენა, ხალისი და შნო.