ჩემო მეგობრებო! ემიგრანტებო და სრულიად საქართველო!
გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ღვთის წყალობას, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში და მთელს საქართველოში!
ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა და რაც ყველაზე მთავარია, რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ.
ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
ნაკურთხი წყლით მადლი გადმოსულიყოს თქვენზე!
მენატრები დედა... ვცდილობ, და აი უკვე მერამდენედ წავშალე დაწერილი,
რაღაც დავწერო. შეიძლება კი იმაზე დიდი სიყვარული მოიძებნოს სამყაროში
ვიდრე დედის გულს შეუძლია?! უკვე მერამდენე წელია ვებრძვი უშენობას,
ვებრძვი და ის სულ მამარცხებს. მაპატიე დედა... ისე მენატრები, ისე
მჭირდები... შენსავით ხომ ვერავინ შემიყვარებს,ვერავინ მომეფერება და ვერ
მეტყვის მოგიკვდეს დედაო... როგორ მინდა ჩავდო თავი შენს კალთაში და
ვიტირო,ვიტირო იმ იმედით რომ თავზე ხელს გადამისმევ და ჩამიხუტებ და მეტყვი
მე ხომ შენთან ვარო...