ცხოვრებაში
გყვარებია ისე ვინმე,
მხოლოდ სულის სიახლოვე რომ
გიგრძვნია?
არაფერი, არაფერი ვნების
მსგავსი,
ღვთაებრივი გრძნობა გულში
განგიცდია?
ტკივილამდე
მონატრებით ატირებულს,
მხოლოდ ერთი ჩახუტება
გინატრია?
დაძინებულს შუბლზე თბილად
რომ აკოცო,
მისი ცრემლი გულში დარდად
მოგდებია?
გიტირია?
მასზე დარდით ,ჩუმად შენთვის,
მაშინ მართლა მთელი გულით
გყვარებია!