ნათლისღებას გილოცავთ!
იმ დღეს დიდი სასწაულის,
მომსწრე გახდა იორდანე,
თვით იესო მის ტალღებში,
რომ მონათლა იოანემ.
ნათლისმცემლის ხმა გაისმა,
ყველას ესმა კიდით-კიდით,
მე მხოლოდ წყლით გნათლავდითო,
ძე მოგნათლავთ სულიწმინდით.
ციდან მტრედად გადმოეშვა,
სულიწმინდა- ფრთაფარფატა,
მოეფინა ირგვლივ ყველას,
ეშმა შიშით აკანკალდა.
მადლი უფალს რომ ცოდვილებს,
ნათლობით იმედს გვიტოვებს,
და ამ დიდი სასწაულით,
ცოდვებს იქვე, წყალში ვტოვებთ.
დღემდე ასე ვინათლებით,
უფლის მცნებით,წყლით და სულით,
მადლი უფალს რომ გვაღირსა,
ნათლობის ეს სასწაული.
/ნანა მეტრეველი/