"ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ:
“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.
ზიხარ, ჭამ, საუბრობ, თუ რაიმე საქმეს აკეთებ, მუდამ იესოს ლოცვას უნდა ამბობდე;
ამ ლოცვით უფალსაც ვახარებთ, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, საკუთარ სულსაც ვამდიდრებთ და უფალ იესო ქრისტესთან სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ...
როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები.
იკითხე იესოს ლოცვა ყოველგვარი გასაჭირისა და მწუხარების ჟამს, მაშინ თავის დროზე მოვა ის რასაც ითხოვ. ეს ლოცვა გიხსნის ანტიქრისტეს ბეჭდისგან, მიგიტევებს ცოდვებს, სათნოებით შეგამკობს და ღმერთთან შეგაერთებს.
მოთმინება, მადლიერება, ლოცვითი შრომა – ყოველგვარ გაუგებრობას