მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით
და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ,
წამით რომ მაინც გადაგივიწყო
და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ.
მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად
დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს
სევდიანი ვარ როგორც არასდროს
ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს.
მგონი ვგიჟდები ამ წუთში ახლა,
მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა
ახლა დავთვრები და მონატრების
უკანასნელი ღამე იქნება.
თუ გიყვართ ვინმე ერთად დავლიოთ
დარდით ოცნებას დავეძალებით
მოდით დავთვრეთ და გადავივიწყოთ,
რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით.
დავლიე ღვინო და დავითვერი
მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა,
გინდ მთვრალი ვიყო და გინდ ფხიზელი
აზრი არა აქვს! მაინც მახსოვხარ
გვიან იქნება, როცა მართლა მოგენატრები,
როცა მიხვდები, ჩემგან წასვლით რა დაგიკარგავს,
მოგენატრება სევდიანი ჩემი თვალები,
ჩემი ბაგედან წარმოთქმული სიტყვა "მიყვარხარ."
გვიან მიხვდები იმ გათელილ სავალ-ბილიკებს,
ჩემამდე მოსვლას ნურასოდეს დაელოდები,
შენი წარსულით შემორჩები მწარე ტკივილებს
და ყოველ ღამე ჩემზე ფიქრებს დაემონები.
მთვარიან ღამეს მობარბაცე შენი აჩრდილი,
ნაცნობ ადგილას ჩვენ შეხვედრას თუ გაგახსენებს,
მაშინ მიხვდები, დაგიკარგავს გულის ნაწილი,
გზა გააგრძელე და ჩემ სახელს ნუღარ ახსენებ.
ყველა შეცდომას, ყველა ცოდვას ღმერთი დაგითვლის,
უფლის წინაშე "სამსჯავროზე" როცა წარსდგები,
მე უშენობა, არ იდარდო, მალე გამივლის,
მაგრამ ჩემსავით შენ არავის შეუყვარდები
@ ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის,
ნამდვილი კაცი გულით მგელია,
კაცურად ცხოვრობს,
არასდროს ტყუის,
უჭირს და მაინც ბედნიერია,
ომი მოიგე, შენზე ძლიერთან,
და არ დაჩაგრო, სუსტი, უძლური,
მგლის გული გქონდეს,
თორემ მერწმუნე,
ძაღლმაც კი იცის, მგლური ძუნძული! !!!
(ქართული გენი )