სადაც ნამდვილი, უანგარო, გულწრფელი სიყვარულია --- იქ შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება!
სადაც სიყვარული არ არის -- იქ შესაძლებელიც შეუძლებელია ! სიყვარული არ ცნობს სიტყვებს -- " ვერ " ... " არ " ...
თუ ვიღაც მიდის,ალბათ რაღაც შეცვალა შენში,
უკვე მოასწრო შენი სულის "გადაბრუნება"...
მიდის და ტოვებს ხურჯინებად დატვირთულ განცდებს-
მოსული იყო თავის ვალის შესასრულებლად...
თუ ვინმე მიდის-ალბათ ასე ღმერთმა ინება,
მოახერხებდა მოგივლინა განგებამ რისთვის...
თუ წასვლა უნდა...წავა,აბა როგორ იქნება...
წავა და მერე გამონახავს მიზეზებს სხვისთვის...
თუ ისე მიდის,დაგიტოვა სული ღმერთივით,
აღარ დაუშვა ცარიელი გულით წავიდეს...
ვიღაც გროშებად გაგიყიდის შენს წილ იმედებს
და დროს გიტოვებს იმისთვის,რომ კარგად დაფიქრდე...
თუ ვიღაც მიდის მოსასვლელი გზების გარეშე-
გაგიიოლებს რომ შენს თავთან იყო მართალი...
ხან და ხან დროა ღრუბლებიდან - მიწას დაეშვა...
გადააგორო არდამდგარი ცივი ზამთარი...
თუ ვიღაც მიდის-გასწავლიდ