ვიღლები ,, ამ გრძნობით ვიღლები .. მაგრამ არაუშავს , იმ იმედით ვაგრძელებ დაღლას , რომ ოდესმე ისევ სადმე შევხვდებით ერთმანეთს , როგორც მაშინ .. მოულოდნელად .. შემოვბრუნდი და ზურგს უკან შენ მედექი . ამ დროს გავიფიქრე სულ სხვა ადამიანი და უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი .. გაკვირვებისგან ხმაც ვერ ამოვიღე .. შემოვბრუნდი და შეცვლილი დამხვდი , გამიკვირდა , მაგრამ რა გასაკვირია , მე ხომ ამდენი ხანი არ მენახე .. გული დამწყდა რომ ეს შეხვედრა უფრო დიდხანს არ გაგრძელდა .. სანამ წახვიდოდი კიდევ ერთხელ ვიგრძენი შენი გულისცემა , მაგრად ჩამეხუტე და წახვედი .. ისევ წახვედი .. მეც ისევ გაგიშვი , ისევ სულელურად მოვიქეცი .. შემეძლო ეს შეხვედრა გამეხანგრძლივებინა , მაგრამ შენმა ნახვამ