- პაპი, მიცვალებულის თავთან ბევრი ხილი და ტკბილეული რად ეწყო? - ეს კითხვა პატარა ტასოს მაშინ გაუჩნდა, როდესაც თედო პაპამ პირველად წაიყვანა სამძიმარზე. პაპას ლუკას წაყვანაც უნდოდა. მას სურდა ბავშვებისთვის ესწავლებინა, თუ როგორ უნდა დაუდგე კაცს გასაჭირში, მაგრამ, ახალი წამომდგარი იყო იგი საწოლიდან, ავადმყოფობის შემდეგ და თავი შეიკავა.
სოფელში, გორაზე აშენებულ სახლში, ერთი მარტოხელა, მოხუცი კაცი გარდაცვლილიყო, რომელსაც შვილები კი ყავდა, მაგრამ მაინც თითქმის სულ მარტო იყო. მარტო ყოფნას კიდევ ვინ ჩივის. როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, ხშირად მშიერი იყო, ერთი პატარა ბიჭი თუ არ მიაკითხავდა და საჭმელს მიუტანდა ხოლმე.
პაპა მივიდა გარდაცვლილის ოჯახში, ჭირისუფალს, რომელიც კართან იდგა, ხელი ჩამ