მოგნატრებია? -მე ძალიან ბევრჯერ მომნატრებია, ხანდახან იმაზე მეტად მომნატრებია, რასაც მონატრება ქვია. -გიტირია? -მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია. -გყვარებია? -მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები. - გიოცნებია? -ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა. იმიტომ დარჩა ოცნება ოცნებად. -დაგიკარგავს? -