როცა გული სევდითაა სავსე
და თვალებში ცრემლი მძივად ელავს,
როცა სული დაცლილია თითქოს
და სიყვარულს აღარ ელი შენთან.
უფლის ძალა აგამაღლებს ცამდე,
მიხვდები რომ არასდროს ხარ მარტო.
დაჩოქილი უფალს შესთხოვ შველას,
შვებას გულში ლოცვა მოგგვრის მხოლოდ.
არ დაეცე, მედგრად დადექ ფეხზე,
ნურასოდეს გაახარებ უგნურს.
წმინდა გულით თუ ილოცებ მაშინ,
უფლის რწმენით დაამარცხებ ბოროტს.
11.01.2021
მზია კაპსნაძე