ნუ გეშინია...
ამ წვიმის ღრუბლებს
არ უწერიათ
დიდხანს სიავე,
თვალში თუ წვიმდა,
მერე რა მოხდა,
შენთან მზის სხივად
შემოვიარე....
ვერდატეული სითბო
გაგიყო....
სულში ავმღერდე
მარტის იებად
და მოგიტანო გრძნობა
შეშლამდე...
სიყვარულს შეშლაც
ეპატიება....
სახე ყველაფერს იტევს, გული ყველაფერს მალავს, ვიღაც სიყვარულს იძენს, ვიღაც ყველაფერს კარგავს. ვიღაც გრძნობებსაც ყიდის, ვიღაც სიტყვებსაც წამლავს, არავინ იცის სულში, ვინ რას ან როდის მალავს.......