აფრიკეთში ერთი კაცი იყო, რომელსაც მრავალ სხვა ცოდვასთან ერთად არაერთი მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. შემდეგ იგი სინანულში მოვიდა, აღიარა ცოდვები და აღთქმა დადო, რომ აღარ გაიმეორებდა. იგი, თავის ცოლთან ერთად, ქალაქიდან სოფელში გადავიდა და ერთი გლეხი კაცის ოჯახში დაბინავდა. ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით მან ისევ შესცოდა, ოჯახის პატრონის ცოლთან იმრუშა, რის შემდეგაც ავად გახდა და რამდენიმე დღეში მოკვდა. სოფელთან ახლოს, ას მეტრში მონასტერი იყო. ამ კაცის ცოლი მაშინვე გაიქცა და მონაზვნებს შეატყობინა. დაახლოებით ცხრა საათზე მიცვალებული გადაასვენეს და მონასტერში დაკრძალეს. შუადღის სამ საათზე საფლავიდან ხმა მოისმა, მიშველეთ! მიშველეთო! მაშინვე გახსნეს სამარე და ნახეს, რომ ის კაცი გაცოცხლებულიყო. ჰკითხეს, რა