უფალო, გთხოვ, შემეწიე, ყველა ნატვრა ამიცხადე,
სურვილები ამისრულე, ტკივილები დამიამე,
სიყვარული განმიახლე, ქმარი-შვილი გამიხარე,
ღალატისგან დამიფარე, დარდი, ფიქრი გამიქარვე,
ოცნებები ამიხდინე, თვალი ფართოდ ამიხილე.
უფალო, გთხოვ, მაპატიე, როგორიც ვარ, ამიტანე,
ერთადერთი გიწამე და სულ ყოველთვის გამიტანე.
გეხვეწები, შემიწყალე, რაც შევცდი და რაც მივქარე,
უნებლიედ ბედს მივანდე, ვერ გავიგე, ვერ გავთვალე.
უფალო, გთხოვ, შემიცოდე,მერე, ხელში ამიყვანე,
სინანულს ნუ გამაყოლებ, შენთან ისე წამიყვანე.
/ბელა ალანია/