ზოგი ცოცხალი ჩემთვის მკვდარია
ზოგისთვის თავად გარდავიცვალე,
ჩემი გრძნობები დღემდე მთვრალია
სხეულიც ბევრჯერ გამოვიცვალე.
მივანდე თავი მომავლის ფიქრებს
წარსულში რისთვის ვეხეტებოდი,
ვეღარ ვივიწყებ შენს ნათქვამ სიტყვებს
თუნდაც თმებზე რომ გეფერებოდი.
ზოგი ცოცხალი ჩემთვის მკვდარია
მეც იმ წარსულში გარდავიცვალე,
სადაც სიცოცხლე ერთი წამია
მეკი წამებიც ვერ დავითვალე...