არწივი ვარ და ბუნებამ
მე მიბოძა მეფობა
მე ძლიერი ხასიათი
ამ თვალებში მეტყობა
არ გეგონოთ რომ სახელად
მე დავირქვი არწივი
არ გეგონოთ არწივობა
არის ასე მარტივი
ყველას ზარავს ჩემი მკაცრი მზერა და ეს იერი
ცაც ჩემია და მიწაზეც
ვარ ყველაზე ძლიერი
მე ცხოველთა მეფე ლომიც
ვერ მომწვდება ვერაფრით
ძლიერიც ვარ ფრენაც ვიცი
მას ვჯობივარ ყველაფრით
არწივი ვარ და მე მხოლოდ
უფალს ვემორჩილები
მე თუ წავალ არ გეგონოთ
არ დავტოვო შვილები
პირველი ვარ პირველობა
ხასიათში წერია
ბევრმა სცადა მაგრამ მაინც
ერთიც ვერ მომერია
არწივი ვარ ჩემი ძალა
ეს ძლიერი ფრთებია
დაცემულიც წამოვმდგარვარ
ძალა მომიკრებია
მე მეფე ვარ და ბუნებამ
მე დამარქვა არწივი
თქვენგან ჩემი დამარცხება
სულ არარის მარტივი