ზოგი ცოცხალი ჩემთვის მკვდარია
ზოგისთვის თავად გარდავიცვალე,
ჩემი გრძნობები დღემდე მთვრალია
სხეულიც ბევრჯერ გამოვიცვალე.
მივანდე თავი მომავლის ფიქრებს
წარსულში რისთვის ვეხეტებოდი,
ვეღარ ვივიწყებ შენს ნათქვამ სიტყვებს
თუნდაც თმებზე რომ გეფერებოდი.
ზოგი ცოცხალი ჩემთვის მკვდარია
მეც იმ წარსულში გარდავიცვალე,
სადაც სიცოცხლე ერთი წამია
მეკი წამებიც ვერ დავითვალე...
ეძღვნება ჩემს პირველ სიყვარულს, რომელიც ამ წუთს უკვე იუბილარია გილოცავ ქეთრინ wink ემოცია შემხედა და ვერ მიცნა,
შევხედე და ვიცანი,
ციცამ გულზე დამასო,
სიყვარულის ფიწალი,
სიყვარული? - ჰემ იცით
ყველამ, - რაფერიც არი,
(კარში კატა კნაოდა,
კაკანებდა ციცარი)
ციცაი, ზოვლი ლამაზი,
გახდა დასაფიცარი.
ბაბამ მითხრა - გაგცვეთო,
მაგ თავს გიგიტკლიცავო,
რა დროს შენი ქალია,
რა დროს შენი ციცავო,
ოჯაღიდან გაგადებ,
პურის მადლმა, ვფიცავო,
საკუთარი ხელებით,
გათხარო და მიწავო,
ახლა მივხდი დილაზე,
იმ წყაროსთან ვის ცავო.
ნენემ მითხრა - ამ პროხ ბერს,
ნუ მუუსმენ ნენიო,
რაფერც შენს გულს ეწადოს,
ნენი, ისე ქენიო,
აგერ ყაბალახი და
იგერ კიდვენ ცხენიო,
ოქრო რგოლის ბეჭედი,
მზითევი და ძღვენიო,
ციცას ყურში მუუყევ,
ქმრობა მ