სოფელში როდესაც ჩავიდოდი ხან წინკარში დამჯდარი დამხვდებოდა ხმელი ბამბუკის ჯოხით ხელში ხან ბოსტანში მოფუსფუსე. აბრეშუმის გრძელი კაბის წინა, განიერ ჯიბეში ყოველთვის ეყარა ტკბილეული, კაკალი, თხილი, კარალიოკის ჩირი და სხვა ნობათი, რომელსაც მისვლისთანავე მომაწვდიდა.
ოთხმოც წელს მიღწეულს მაღალი წნევები აწუხებდა. საწოლზე წამოწვებოდა და მალევე ჩათვლემდა. ისე მშვიდად ეძინა ხოლმე, ხშირად გამიღვიძებია შეშინებულს. თვალებს დაჭყეტდა და გამოფხიზლებული მკითხავდა:
- რა მოხდა ბებია, ხომ მშვიდობა გვაქვსო?! - არაფერი ისე გაგაღვიძე- მეთქი ვუპასუხებდი უხერხულობის განცდით.
ერთხელ როდესაც გავაღვიძე რბილი გაბრაზებით მისაყვედურა: - ბიჭო რატომ მაღვიძებ ხოლმე, ნუ გეშინია, ჩემითაც გამეღვიძებაო.
ერთ-ერთ მეგობარს ბებია გა