ყველას უყვარს მშობლები. მაგრამ ხანდახან არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები. არადა, სინამდვილეში არ არის საჭირო განსაკუთრებული გმირობები ან ძვირფასი საჩუქრები, დედასა და მამას სიყვარული რომ დაუმტკიცოთ. უბრალო ყურადღებისა და ზრუნვის გამოჩენაა საჭირო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ამბავი შვილის დედისადმი თბილ გრძნობებზეა.
ერთხელ რესტორანში წყვილი შევიდა, რომელმაც მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ხანდაზმული და სუსტი ქალბატონი თავისი ვაჟის თანხლებით იყო. მოხუცი საკმაოდ ავადმყოფურად გამოიყურებოდა, ხანდახან უვარდებოდა დანა-ჩანგალი ან საკვებს კაბაზე ისხამდა. ეს ზოგიერთ სტუმარს აღიზიანებდა, მაგრამ ბიჭი სრულიად არ აქცევდა ყურადღებას გარშემო მყოფთა რეაქციას. მაგიდასთან ჯდომის განმავლობაში მოთ