ვახ საქართველო რა გემართება, სატანის ხელში ხარ მოქცეული, ყორნის საჯიჯგნად ვინ გაგიმეტა, მიწა და წყალი გაქ კურთხეული, მარად უფალი არის მფარველი, წმინდა ღვთისმშობლის კურთხეულ მიწავ, ქართველო ერო არ შეეგუოთ და შეინახეთ სამშობლო წმინდად. სიწმინდე არის პირველ ყოვლისა, სიწმინდე არის რწმენით ცხოვრება, სიწმინდე არის უკვდავი მარად და შეინახეთ ხალხო ყოველმან. ჩვენი წინაპრის ძვლებს ნუ შევარცხვენთ, სიცოცხლის ფასად შემოგვინახეს, ეს საქართველო აყვავებული, უხსოვარ დღიდან ჩვენ მოგვიტანეს. მე ქართველი ვარ , უფლის წინაშე, საქართველოსთვის ვლოცულობ მარად, იუდას, ოქროს, არ ვანაცვალებ და ჩემს სამშობლოს დავიცავ მყარად. გავერთიანდეთ ქართველნო, გადავარჩინოთ, სამშობლო ჩვენი, არ დავთმოთ ერთი გოჯა მიწაც კ
ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე- ღვინო დამისხი, არ დამლევის დედა ვატირე. ................................................................................ იმ კაცს რა ვუთხრა, ვისაც ღვინო დაულევია, ღმერთთან მიმავალს ერთხელაც არ აურევია. ჩვენ რა ვუყოთო წმინდა სასმელს ასე სჩვევია! გინდ ჭავჭავაძეს, გინდ ჭილაძეს, ამაყ ხერგიანს, კაცს გაუმარჯოს, ვისაც ვაზი დაუნერგია. აქ ქუთაისი, თელავია, იქით ვანია, იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ვაზი მოუყვანია. შობა, ბუხარი, ზღაპარი და ჩემი ბებია, კაცს გაუმარჯოს ვის ყურძენი დაუკრეფია. ეს სითხე ალბათ სიყვარულზე უფრო მეტია, იმ კაცს დავლოცავ, ვის ყურძენი დაუჭყლეტია. აქ იმერეთი, კახეთია, იქით გურია, კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინო დაუწურია. იქ კოლხეთია, აქ გომბორის ცივი მთე