მე ამ სამყაროს დუელში ვიწვევ!
თქვენი სიტყვების უკვე არ მჯერა,
მე იარაღად სიყვარულს ვირჩევ
და არ მიტოვებს ბედი არჩევანს.
იმ მეგობრობას დუელში ვიწვევ
ყალბი სიტყვებით გულს რომ გიამებს,
როცა სჭირდები შენი როა და
რომ არ გიშუშებს ტანზე იარებს.
მე ყალბ სიყვარულს დუელში ვიწვევ
დღეს რომ შენია, ხვალე კი სხვისი,
გრძნობას რომ ყიდის კაპიკ გროშებად
და ერთგულების არა სწამს ფიცი.
მე ბოროტებას დუელში ვიწვევ!
ღმერთის იმედით, ვერ მომერევა
მე იარაღად სიეთეს ვირჩევ,
სიკეთეს, გაშლილს ათას ფერებად.
მე მოღალატეს დუელში ვიწვევ!
ქვეყნის გამყიდველს,ორპირს და ოხერს,
მე იარაღად ჩემს დროშას ვირჩევ
და ვაჟკაცობას რომელიც მოგვდევს.
ყველა არაკაცს დიელში ვიწვევ!
ვინც გაჭირვებულს ზემოდან უცქერს,
ვინაც არ