კარში გამოდით ძაღლებო ყველა გამოდით გარეთა,კოშკის წინ იდგა ხევსური ილანძღებოდა მწარეთა,ვერ ისვენებდა ერთ ალაგს ფარ-ხმალს იქნევდა ცხარეთა,სახე უგავდა გიჟ ლომსა ამკლებსა არემარეთა. ვისი სტუმარი მოკალით ზურგში ესროლეთ თოფითა,ვის დააყარეთ ნაცარი ლაფი ვის ასხით დოქითა,ყველას გამოგყრით კოშკიდან ყველას გატარებთ ჩოქვითა,სულ ერთიანად ამოგწყვეტთ აგავსებთ მგელის ცოფითა. უცებ გაიღო კარები გამოდის კაცი ხნიერი,სულ სისხლში არის მოსვრილი ესეც ხევსური იერით,გამოაქვს თავი მოჭრილი თმებით უჭირავს ხელითა,ცოცხალი არის მაგრამა სახეზე მკვდარის ფერითა. წაიღე ბაიდაურო თავი მოჭრილი კაცისა,ჩემ სამარცხვინო შვილისა და ამომგდების გვარისა,ვუბრძანე გამოსულიყო მაგრამ ლაჩარი შეშინდა,ქალივით ცრემლი დაღვარა ღამე გაპარვას შემპირ