Предыдущая публикация
იცი როგორ დამეღალა გული?..
რომ იცოდე როგორ მენატრება,
იქ წარსულში ჩვენი გაზაფხული...
იცი ეხლა როგორ მტკივა სული?..
იცი ეხლა როგორ მძლავრობს სევდა?..
იცი?აქ სულ ზამთარია დედი...
სევდიანი,უღიმღამო ფერის...
იცი შენი იავნანა დედი,
სულ შორს გულში,მაგრამ ტკბილად მღერის...
იცი როგორ მომენატრე დედი?..
შენი სითბო და სურნელი შენი...
ეხლა მესმის რად ტიროდი დედი!
ეხლა ვიცი რად იძახდი "ვაი დედის!"..
ეხლა ვიცი რას დარდობდი დედი,
იღლებოდა შენი გული სევდით...
მოდი,მოდი,ჩამიხუტე დედი...
მანუგეშე შენი თბილი ცრემლით...
მოდი დედი,ჩამიხუტე დედი...
Es სურნელი ვერ შეცვალა ვერვინ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев