ცუდი ვარ და მაპატიე დედა,
წავედი და გულში გყავარ სევდად,
მომიტევე,მანძილია შორი,
დავბრუნდები მალე მოვალ შენთან!
მახსოვს, როგორ სხვანაირად მზრდიდი,
სულ სიკეთეს მინერგავდი გულში,
გაბრაზება, გაჯავრება შენი,
კარგად მახსოვს, თითქოს იყო გუშინ.
ეს მანძილი ვერას აკლებს, ვერას,
სიკეთით და შენით გამთბარ თვალებს,
შენს სიყვარულს, შენს ამაგს და პატივს,
მე ვაგროვებ, როგორც ურცხვი ვალებს.
ცუდი ვარ და მაპატიე დედა,
რომ უჩემოდ დაგტოვე და შორს ვარ,
ვიფრთხილებ რომ გული არ გატკინო,
გავამართლებ შენს იმედებს დედა! (( დედი გილოცავ დღევანდელ დღეს მრავალს დაესწარიი შორს ხარ მაგრამ მაინც გკოცნი ბევრს ,ღმერთი იყოს შენი მფარველი გკოცნი უამრავს მიყვარხარ <3 <3 ))))))
უფალო დედის ფასი, ყველა შვილს ასწავლე, და შენსკენ მომავალი, გზა გაუკვალე.. შვილი ყველა დედას, ჯამრთელად გაუზარდე, დედავ, საქართველოს, ერი გაუმრავლე.. არცერთ დედის თვალს ცრემლი არ ადინო არცერთ დედის გულს, გული არ ატკინო შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო, არცერთ დედის სულს სული არ დაუფრთხო.. უფალო დედის ლოცვა, შვილს არ ააცდინო, შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო.. უფალო შვილს დედის სითბო, არ გადაავიწყო დედას შვილის ცუდი, არასდროს აუწყო....