დრო სარკეა,დრო ყველაფერს ირეკლავს...
დრო ქალია,ფარულს გამოიძიებს.
სულ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს,
ცივი სახით შურსაც გულით იძიებს...
დრო ბრძენია,მიგახვედრებს სად შეცდი...
დრო წინ წაგწევს,ანდა უკან დაგტოვებს.
დრო ქალია,ძალიან რომც ატკინო,
თუ უყვარხარ,მაინც არ მიგატოვებს...
დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება,
ნაადრევი სიხარულით ნუ ტკბები.
ყველაფერი კარგად მაქვსო,რომ იტყვი,
უცაბედად მაშინ გამოიცდები...
დრო ჭკვიანი,ეჭვიანი ქალია
გაკვირდება შორით,როგორ იქცევი.
დრო იქამდე მოგცემს წასვლის უფლებას,
სანამ ისევ,მისკენ გამოიქცევი.
ია ნანეიშვილი