მოვლენ ხოლმე ადამიანები, შემოვლენ შენს ცხოვრებაში, იხმაურებენ, შეეხებიან ყველაფერს, იცოცხლებენ შენს სივრცეში.
მერე კი ადგებიან და წავლენ, გაიხურავენ კარს, ისე ვითომ არაფერი და დარჩები არეული სახლივით.
ხედავ, არცერთი ნივთი თავის ადგილას აღარ დევს და არაც იცი, საიდან დაიწყო დალაგება.
როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე- წადი..
მაგრამ არასდროს მოიხედო უკან, რადგან აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება.