იყიდეთ ვინმემ, დაფლეთილი არ გინდათ გული?
წამით შეჩერდით, იაფი თანაც ძალიან.
არა, საერთოდ არ სჭირდება ოქრო და ფული
და რაც აკლია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია...
გაგეცინება.. თბილი სიტყვა სჭირდება ერთი...
რატომ ან რისთვის გევედრებით შემდეგ განსაჯეთ..
არა, კისერზე ცოდვა არ აქვს კაცის და ღმერთის,
ის ჭეშმარიტი სიყვარულის მუხლით დასაჯეს...
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს,
თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში,
და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს,
დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში...
თუმცა მყიდველმა უნდა დადოს რთჲლი პირობა,
უყვარდეს მხოლოდ პოეზია და სილამაზე,
სწამდეს ნამდვილი სიყვარულის უნაპირობა,
სძულდეს ყოველი ბოროტება ამ ქვეყანაზე...
რატომ დაფიქრდით, მხოლოდ თქვენგა
სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,
სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.
სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა...
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!
სულ რომ არაფერი - ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილი მყავს - სამოთხის მარცვალი,
როგორ ვთქვა - "ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!.."
ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო?
შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს,
ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი,
"ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც..."
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი!კომენტირება0გაზიარება1
"მაგარია!"1
«ნაცვლად ღმერთზე დრტვინვისა - იმის გამო, რომ ის არ გაძლევთ, რაც გინდათ, ჯობს - მადლობდეთ მას იმისათვის, რომ იგი არ გაძლევთ იმას, რაც დაიმსახურეთ». - წმიდა იოანე ოქროპირი
ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი
ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა, მცველო ჩემო, და ნუ დამიტევებ, არამედ ცხოვრება ჩემი მშვიდობით დაიცევ, და მომეც მე ცხოვრება უძლეველი.
შემწედ და მცველად ცხოვრებისა მომიგიე შენ ღვთისა მიერ, ანგელოზო, და გევედრები შენ, წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან თავისუფალ-მყავ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გაქვს შენ კადნიერება ღვთისა მიმართ, მცველო ჩემო წმიდაო, და ევედრე მას, რათა მიხსნეს ჭირთაგან და მაცხოვნეს მე.