რამდენი სიყალბეა . . . მე ცოტა დავიღალე . . . ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალეგრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რა ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე . . . ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა,
ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა ,
ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა,
ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა. . .
სიყვარულს შეგფიცებენ,აზრებს დაგახვევენ ,
გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ,
დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ,
გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ . . .
ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია
ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია. . .
ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია . . .
ვერ შეგემატებით . . . გულის ამრევია !!