შვილი – გადებული ხიდი მდინარეზე,
შვილი – მაღალია ყველა სიმაღლეზე
შვილი – მართალი და შვილი – ბრალდებული,
შვილი – ყველა წყლულზე წამლად დადებული
შვილი – სიყმაწვილე, შვილი – აღმაფრენა,
კაცის ბოლო მაინც შვილით დამთავრდება
შვილი – ჯვარი წმინდა, სულის ოქროყანა,
მაგრამ ზოგჯერ მაინც, რთული გამოცანა...
შვილი – მწუხარება, შვილი – სინანული,
მაინც წმინდა კერპი, შვილი – სიყვარული
შვილი – ლოცვა წმინდა,
ფიქრი დაღალული
შვილი დარდი მუდამ გულში დამალული
შვილი – ფრთის შემკვეციც,
შვილი აღმაფრენაც
კაცის ბოლო მაინც შვილით დამთავრდება
დუშმანმა და მტერმა რომ არ გადაგვთელოს
შვილი, შვილი უნდა დედა საქართველოს !