ჰმ... რა უნდა გვეშველოს, როცა სამშობლო გვესირცხვილება და მხოლოდ სუფრასთან ვადიდებთ... როცა სიტყვა "მოყვასისა" და "თანამოძმის" განმარტებაც არ ვიცით... როცა მეგობრობა აგებულია ანგარებაზე, ოჯახი - ტყუილზე... როცა სიყვარული არის საიმიჯო და სხვისი გრძნობებით თამაშს ნიშნავს... როცა სიტყვას არა აქვს ფასი...
"ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ, პატარა და მინდა,
ღმერთო, დამინდე, ამინ, და...
ანი ბანი და განი და
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან,
სიკვდილი მინდა? - არ მინდა!
არა, როგორმე გავუძლებ,
არა, როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან,
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამიწვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და..."
(რ. ამაღლობელი)