&&&
"რომ შემეძლოს, თქვენს სიკვდილსაც მოვიპარავდი"...
............
წასულთა სევდა…
მე ისევ თორნიკე ჭელიძის განწყობებში ჩავრჩი, მთელი დღეა ტრანსპორტში, ქუჩაში სამსახურში, სადაც დროს გამოვნახავ კრებულს ვფურცლავ და ერთ ლექსთან განსაკუთრებულად დიდხანს ვჩერდები.ჩემი კლასელი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,ბავშვობისას, სკოლის ასაკში,
ტბაში დაიხრჩო.მხოლოდ სახელი მახსოვს მისი;
გურამი ერქვა.
ვეღარ ვიგონებ,
რა უყვარდა, როგორ სწავლობდა,
ერთხელ მაინც, თუ გვიჩხუბია…
იქნებ ჩემი ძმაკაციც იყო.ორ ადამიანს მახსენებს, რომლებსაც არც კი ვიცნობდი და სწორედ ეგ დარდი მაქვს, რომ მათი გაცნობა, დამეგობრება და სიყვარული ვერ მოვასწარი. მთას ბოლო წლებში ბევრი რამ სტიკივა და აწუხებს, უადამიანობა, გაუკაცურებული სოფლები, ნასოფლარ