ამბობენ რომ რაც დრო გადის
სიყვარული ქრებაო,
მე კი გეტყვი სიხარულო
შენით გული თბებაო.
ვერ დააკლებს ჩვენს სიყვარულს
დრო და ჟამი ვერაფერს,
ვიცი შენ ბევრს იმსახურებ
შენთვის შევძლებ ყველაფერს.
მადლიერი ვარ ღმერთის
რომ გაგაჩინა ჩემთვის,
სიკეთეს გისურვებ ბევრს
ებარებოდე ღმერთს.
...
როგორ მიყვარს მე რიჟრაჟი
ოცნებებთან ერთად,
როგორ მიყვარს გაღვიძება
როცა შენ ხარ ჩემთან.
შეუძლებელს შევძლებ კარგო
ოღონდ ვიყო შენთან,
მხოლოდ ეს მაქვს სათხოვარი
მე უფალთან ღმერთან.