ახლა ეს გრძნობა უნდა დავხატო
ლანდად არ მინდა, უნდა ავანთო,
ერთად კი არა უამრავ ფერად,
ქაოსურ გრძნობად მინდა ვაქციო,
სულის სიღრმემდე რომ მიაღწიოს.
ახლა კი უნდა ამოვირჩიო,
ნდობის ფერები როგორ ავსახო,
დუმილი თითქოს ჩამოწვა ფიქრად,
რადგან არ ვიცი რა როგორ ვხატო,
ეს სიყვარული არსს როგორც წმინდა,
ლტოლვით და ვნებით ანთილი სეტყვა,
ალისებრ გრძნობით ავსილი სევდა,
უბრალოდ მინდოდა ასე რომ მეთქვა,
რადგან ეს არის გრძნობების შთანთქვა,
ალბათ სიგიჟეც, რომელიც არ ჩანს,
თუმცა კი როცა შესაბამისი,
ჟამი დადგება რამის სათქმელად,
მაშინვე სიტყვა აღმოფხვრის დუმილს,
და ყველაფერი გარეალდება...
რა ლამაზია ზოგჯერ წარსული…… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო,….ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე, ჩუმი და უთარიღო,… ხომ იყო რაღაც,.თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება…
ერთხელ
კაცმა ახალი სახლი იყიდა - დიდი და ლამაზი, კარგი მოსავლიანი ბაღით. მის
გვერდით ძველ სახლში ცხოვრობდა შურიანი მეზობელი, რომელიც გამუდმებით
ცდილობდა მისთვის ხასიათი გაეფუჭებინა: ხან კარებთან ნაგავს უყრიდა, ხან
კიდე რასაც მოიფიქრებდა..
ერთხელ კაცმა დილით კარგ ხასიათზე
გაიღვიძა, გამოვიდა ეზოში და ხედავს, ვედრო, სავსე ნაკელით. მან აიღო
ვედრო, ნაკელი გადაყარა, ვედრო კარგად გაწმინდა, აავსო დიდი და მწიფე
ვაშლებით და წავიდა მეზობელთან.
მეზობელმა, როცა კარზე კაკუნის
ხმა გაიგონა, გაუხარდა, რომ როგორც იქნა საწადელს მივაღწიეო. კარი გააღო
სკანდალის იმედით, კაცმა კი გაუწოდა ვაშლით სავსე ვედრო და უთხრა:
“ - ვისაც რა სიმდიდრე აქვს, იმას გასცემს. “