ღმერთო ძლიერო და სანატრელო, ღმერთო მცხოვრებო ჩემს გულში, მთელი ჩემი არსებითა და სულის ძახილით, ჩემი გონიერებით და მოწიწებით შენდამი, გევედრები მომეცი მოთმინება ყოველი პრობლემის მოსაგვარებლად და უაზრო სევდის დასამარცხებლად. ღმერთო, აზრო სამყაროს დასაწყისისა და არსებობისა, გთხოვ მორჩილებით, მარგუნე უნარი, რომ შემეძლოს დავეხმარო სხვას, როცა მე თვითონაც არ მექნება სახსრები ამისთვის. გევედრები მასწავლე საუკუნო სიყვარული, რათა მიყვარდეს მთელი ჩემი არსით მიწიდან ზეცამდე. უფალო, შემქნმელო კაცთა მოდგმისა, აცრემლებული გთხოვ მომეცი უსაშველო სიღარიბე ადამიანური გრძნობების გამოსაცდელად და მიწილადე სულიერი სიმდიდრე ზეციური განცდების გასაგებად. ღმერთო, გამართიანებელო წამისა და წუთისა, მარგუნე ძალა რომ მხოლ