ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს 81 ლარი ვიშოვე, მეტი ვერ შევძელი, მოდი, იმ გოგოს წაუღეო”
,,ტაქსით საბურთალოს მიმართულებით მივემგზავრებოდი.
გმირთა მოედანს რომ გავცდი, აკა სინჯიკაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ უდედმამო სალომეს შეშა მიუტანა. კიდევ 300 ლარიც გადასცა, საიდანაც 250 ლარი საცხოვრებელი ვაგონის ქირის ფული იყო.
ლაპარაკს მოვრჩი თუ არა, ტაქსისტმა მკითხა, საქველმოქედო ორგანიზაციიდან ხომ არ ხართო. რადგან ამ
თემაზე ლაპარაკი არ მინდოდა, უარის ნიშნად მხოლოდ თავი გავუქნიე.
არ მომეშვა, ვინმეს ხომ არ უჭირსო. მეც ამბავი მოკლედ მოვუყევი. გადაირია, პატარა გოგოს ყურადღება როგორ არ უნდა მივაქციოთო. ტელეფონი გამომართვა. მერე კი თავი გაიგიჟა, მგზავრობის საფასური არაფრით გადამახდევ