როგორ ანადგურებს ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს
ახალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ ზეითუნის ზეთს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამასთან, ის არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. ამ კეთილ საქმეს სწევს ოლეოკანთალი - ნივთიერება, რომელიც კიბოს უჯრედის ნაწილს არღვევს და ათავისუფლებს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის კვდომას იწვევს.
გამოკვლევის ავტორების, ნიუ-იორკის ჰანტერის კოლეჯის თანამშრომლების, დევიდ ფოსტერისა და ონიკა ლეჯენდრის, და რატგერსის სკოლის დიეტოლოგიის პროფესორის, პოლ ბრესლინის თანახმად, ლაბორატორიული ცდების პირობებში ოლეოკანთალს იერიში მიაქვს კიბოს უჯრედებში შემავალ ბუშტუკებზე, რომლებიც უჯრედის ნარჩენ ნივთიერებებს შეიცავს. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Molecular and Cellular Onc